ფოლადის ყალიბი წრიული კოლონებისთვის ОКР გაანგარიშებულია ბეტონის ნარევის 100კნ/მ2 დასაშვებ მაღალ წნევაზე, რაც გვაძლევს სწრაფად ბეტონირების საშუალებას მაღალი კოლონების შემთვევაშიც კი. ყალიბის შეღებვის მაღალი ხარისხი ხელს უწყობს ბეტონის იოლ მოცილებას ყალიბის ზედაპირიდან. წრიული ყალიბის ელემენტების დიამეტრის ზომებია 25-70 სმ. სიმაღლე: 3,0მ – 1,5მ – 0,6მ. შეკვეთის შემთხვევაში შესაძლებელია დამზადდეს სპეციალური ზომები. ოვალური კოლონების და კედლების ყალიბები, რომლებიც ბოლოვდება ნახევარწრით შეიძლება გამოვიყენოთ კომბინაციაში ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საყალიბე სისტემებთან (გადაბმა შეიძლება მოხდეს ადაპტერის გარეშე, ჭანჭიკებით ან ჩამკეტით).