სიმბა ფოლადის უნივერსალური მსხვილფაროვანი ყალიბია. ამ საყალიბე სისტემების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დააბეტონოთ ნებისმიერი კედელი, პილონები და კოლონები. საყალიბე სისტემა სიმბა ასევე მოხერხებულია ექსპლუატაციისას.
სისტემას ახასიათებს მაღალი სიმტკიცე და საიმედოობა: ბეტონის ნარევის დასაშვები წნევა 80 კნ/მ2; ჩაღუნვა არა უმეტეს მალის 1/400 (ბეტონის ნარევის წნევა 80 კნ/მ2); ფარის კარკასის ბრუნვადობა (ექსპლუატაციის ვადა) დაახლოებით 500 ციკლია.
ფარების ზომებია: სიმაღლე 0,6 – 3,3მ, სიგანე 0,3 – 2,4მ.
ფარის მაქსიმალური ზომაა: 2,4×3,3მ.
საყალიბე სისტემა სიმბა გამოიყენება, როგორც მსხვილ, აგრეთვე შედარებით პატარა ობიექტებზე, რაც განპირობებულია საყალიბე ფარების და მათი მაკომპლექტებლების მაქსიმალური რაოდენობის ტიპიური ზომების არსებობით. ყოველივე ეს უზრუნველყოფს ყალიბების მომგებიანობას და უნივერსალურობას, რითაც შესაძლებელია სხვადასხვა სირთულის არქიტექტურული გადაწყვეტილებების განხორციელება.
მაკომპლექტებლები უნიფიცირებულია ალუმინის საყალიბე სისტემასთან.