ბორა თანამედროვე ტიპის უნივერსალური საყალიბე სისტემაა კედლებისა და კოლონებისთვის, რომელშიც გაერთიანებულია ხაზოვანი, კუთხური და სახსროვანი ფარების ყველა ნომენკლატურა შესაბამისი მაკომპლექტებლებით.
საყალიბე სისტემა ბორა-ს ფარების კარკასი მზადდება მაღალხარისხოვანი ავსტრიული წარმოების, წვრილმარცვლოვანი ლეგირებული ფოლადისაგან S355МС (VOESTALPINE), რომელიც გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით და საიმედოობით.
ბეტონის ნარევის მაქსიმალური დასაშვები ჰიდროსტატიკური წნევა 90 კნ/მ2; ჩაღუნვა არა უმეტეს მალის 1/400; ფარის კარკასის ბრუნვადობა(ექსპლუატაციის ვადა) დაახლოებით 600 ციკლია.
ფარების ზომებია: სიმაღლე 0,6 – 3,3მ, სიგანე 0,3 – 2,4მ.
ფარის მაქსიმალური ზომაა: 2,4×3,3მ.
ასევე ეს სისტემა სრულად თავსებადია ყალიბების სისტემა სიმბასთან.