პროექტირება

“მონოლით პროექტის” და “კრამოს“–ის სპეციალისტები ერთობლივად შეიმუშავებენ და ახორციელებენ ნებისმიერი სირთულის საპროექტო გადაწყვეტილებებს. ტექნიკური დავალების ზუსტი ფორმულირება, რომელიც ხშირ შემთხვევაში დამკვეთისა და შემსრულებლის ერთობლივი ნამუშევარია, ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების საფუძველია. დამკვეთის ტექნიკური დავალებიდან გამომდინარე, ჩვენი სპეციალისტები აწარმოებენ საყალიბე სისტემების დეტალურ გაანგარიშებას. პროექტირების პროცესში ჩვენი სპეციალისტები მუდივ კავშირში არიან დამკვეთის საინჟინრო–ტექნიკურ პერსონალთან დამკვეთის მოთხოვნების სრულად გასათვალიწინებლად. მზა პროექტი მოიცავს ელემენტების სპეციფიკაციას და მუშა ნახაზების სრულ კომპლექტს ყალიბების განლაგების სქემით, სხვადასხვა ხედებით, ჭრილებით და რეკომენდაციებით.

თქვენთვის საჭირო საყალიბე სისტემების კომპლექტის გაანგარიშება – პროექტირებისთვის აუცილებელია:

• სართულის გეგმები (ტიპიური ან/და სარდაფის სართულის) სადაც აღნიშნული იქნება კოლონების კვეთის ზომები, კედლების სისქე, ლიფტის შახტის ზომები და სართულშუა გადახურვის ფილის კონტურები.

• სართულების ჭრილები სართულის სიმაღლის და სართულშუა გადახურვის სისქის ზომების მითითებით.

• ლიფტის შახტების და კიბის მარშების აღწერა (მონოლითურია თუ ასაწყობი).

• სამშენებლო ყალიბების მეშვეობით მონოლითური კონსტრუქციების ასაგებად საჭირო ვადები.

• ერთი სართულის მონოლითური სამუშაოების წარმოების სავარაუდო ტემპი (სასურველია წარმოიდგინოთ კვირაში სამუშაო დღეების რაოდენობა, ცვლის რაოდენობა და ხანგრძლივობა მთლიანი სართულის ყალიბების მოსაწყობად).

• სამშენებლო მოედანზე ყალიბების აწყობის სავარაუდო თანმიმდევრობა.

რაც უფრო სრულყოფილი იქნება თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მით უფრო სწრაფად და ზუსტად შესრულდება გაანგარიშება, პროექტირება და დამზადება.

თქვენი შერჩევის შესატყვისი პროდუქტი ვერ მოიძებნა.
Go to Top