ჩვენი ყალიბების გამოყენებით თბილისში უკვე განხორციელდა არაერთი პროექტი. აღნიშნულ მშენებლობებზე წარმატებით გამოიყენება კედლების, კოლონების, პილონების, ლიფტის შახტების, სართულშუა გადახურვის ყალიბები და მათი მაკომპლექტებლები. განსაკუთრებულად აღსანიშნავია სპეციალური სამშენებლო ყალიბების დაპროექტება და დამზადება ‘‘აქსის თაუერი’’-ს რკინა ბეტონის კონსტრუქციის კოშკების მონოლითური სამუშაოებისათვის ჭავჭავაძის გამზირზე. კოშკების ბირთვების გარე დიამეტრია 13,5 მ., კედლის სისქე იცვლება 600მმ–დან 350მმ–მდე 50მმ–ის ბიჯით. ყალიბების კარკასი და ფიცარნაგი მთლიანად დამზადებულია ფოლადისაგან.
ჩვენ ყალიბებს იყენებენ ისეთი სამშენებლო კომპანიები როგორებიცაა: ანაგი, აქსისი, XXII საუკუნე.
14
05, 2015