კოლონის ყალიბები უნივერსალური ფარებით თავსებადია ზემოთ ჩამოთვლილი კედლების საყალიბე სისტემებთან და შედგება ოთხი ფარისაგან, რომლებიც ერთმანეთზე მიმაგრებულია თავტაბიკების საშუალებით, რაც უზრუნველყოფს მათ მობილურობას და სწრაფ მონტაჟს. ეს ყალიბი უნივერსალურია, რადგან ერთი და იგივე ფარებით შეგვიძლია ვცვალოთ კვეთის ზომები 50 მმ-ის ბიჯით. კოლონების ეს საყალიბე სისტემა ითვლება უნივერსალურად რადგან:
• აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია კოლონის ზომების ცვლა ერთიდაიგივე ფარებით.
• კოლონის კვეთის ზომების ცვლა შესაძლებელია 50მმ–ს ბიჯით.
• ფარების დამაგრება ხდება თავტაბიკების საშუალებით, რაც უზრუნველყოფს სიმტკიცეს, საიმედოობას, მობილურობას და იოლ მონტაჟს.
• ყალიბის ბაქანი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა მასალის (ფოლადი, ფანერა, პლასტიკატი), რაც პასუხობს ბეტონის ზედაპირის ხარისხის პრაქტიკულად ნებისმიერ მოთხოვნას.
კოლონის ყალიბების ასეთი სისტემა გამოირჩევა კარკასის გამაგრების და მონტაჟის/დემონტაჟის სიმარტივით. კონსტრუქციის რემონტისთვის მისი ბოლომდე დაშლა საჭირო არაა საკმარისია მხოლოდ დაზიანებული ფარის მოხსნა.