კომპანია “კრამოს”-ში ყველა საწარმოო პროცესი ორგანიზებულია ISO 9001:2008 სტანდარტის შესაბამისად. წარმოების სტრუქტურაში ფუნქციონირებს ტექნიკური და ტექნიკური კონტროლის განყოფილება. ტექნიკური განყოფილება შედგება კონსტრუქტორებისა და ტექნოლოგებისგან, რომლებიც ამუშავებენ და უზრუნველყოფენ მთელ ტექნოლოგიურ პროცესებს, აპროექტებენ სათანადო ინვენტარს და ინდივიდუალურ აღჭურვილობას. წარმოებული პროდუქციის ხარისხი კონტროლდება ტექნიკური კონტროლის განყოფილების მიერ. ხარისხის კონტროლის ეფექტური სისტემა მუდმივად უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის სტანდარტებთან შესაბამისობას. წარმოების ხარისხის კონტროლის პრინციპში ჩადებულია შემდეგი ეტაპები:
• ჩვენს მიერ შემოთავაზებული საყალიბე სისტემების წარმოება ხდება ISO 9001:2008 სტანდარტის შესაბამისად, რაც უმაღლესი ხარისხის და საიმედოობის გარანტიაა
• პროდუქციაში შემავალი ყველა ნედლეული ექვემდებარება შემავალ ტექნიკურ კონტროლს და გააჩნიათ მწარმოებლის ხარისხის სერთიფიკატები. ქარხანა აწარმოებს ყველა ნედლეულის წინასწარ ტექნიკურ კონტროლს და მუდმივად თანამშრომლობს მომწოდებლებთან ნედლეულისა და მაკომპლექტებლების ხარისხის ასამაღლებლად.
• ხარისხის კონტროლი წარმოების ყოველ ეტაპზე. ხარისხის კონტროლის სისტემა მოიცავს არამარტო ოსტატ–კონტროლიორის მიერ ტექნიკურ კონტროლს, არამედ ამ პროცესებში ჩართულია ყველა სპეციალიტი, რომლებიც მონაწილეობენ წარმოების სხვა ოპერაციებში.
• სერიული წარმოების პროდუქციის შერჩევითი კონტროლი. ქარხნის ინჟინრები მუდმივად სრულყოფენ სერიული პროდუქციის გამოცდის მეთოდებს.
• არასერიული წარმოების პროდუქციის ინდივიდუალური კონტროლი.
• სერიული წარმოების გაშვების წინ ტარდება ლაბორატორიული და საწარმოო გამოცდები სამშენებლო მოედანზე;
• საკონტროლო აწყობა. ქარხანაში წარმოებს საყალიბე სისტემების საკონტროლო აწყობა.