“კრამოს”–ის ქარხანაში დასაქმებულია 250 თანამშრომელი და ყალიბების წარმოების წარმადობა შეადგენს 10 000მ2/თვეში. ქარხანა აღჭურვილია უახლესი იაპონური და გერმანული მაღალი სიზუსტის რობოტიზირებული ცენტრით და მანქანა–დანადგარებით, იტალიური ფხვნილოვანი ღებვის 200მ–იანი უწყვეტი ხაზით.

წარმოებული საყალიბე სისტემების დაახლოებით 20% გადის ექსპორტზე დსთ–სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ხოლო რუსეთის ბაზარზე მისი წილი 14%–ს აღემატება.

“კრამოსი”–ს ქარხნის ტენიკური აღჭურვილობა საშუალებას იძლევა დამზადდეს ნებისმიერი სირთულის მეტალოკონსტრუქციები.

საწყობში მუდმივად არის  პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, რაც დროული და ხარისხიანი მიწოდების საშუალებას იძლევა.

  

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა და საწარმოო პროცესის მუდმივი განახლება მოგვცემს საშუალებას, მივაღწიოთ ჩვენი პროდუქციის ხარისხისა და ეფექტურობის მუდმივ ზრდას, რათა სრულად დავაკმაყოფილოთ მომხმარებლების თანამედროვე მოთხოვნილებები.

• მაღალმწარმოებლური რობოტიზირებული შემდუღებელი კომპლექსი ყალიბების კარკასის შესადუღებლად კონდუქტორებით PPS(გერმანია) და რობოტებით FANUC(იაპონია). შედუღების პროცესის ავტომატიზაციით ჩვენ მივაღწიეთ უპირველეს ყოვლისა შედუღებული კვანძების ხარისხის ამაღლებას და  მინიმუმამდე დავიყვანეთ შედუღბის ნაკერში დეფექტები.

• ძლიერი და ზუსტი ჰიდრავლიკური კონდუქტორი (გერმანია). შემდუღებელი კონდუქტორი უზრუნველყოფს შესადუღებელი ელემენტების ერთმანეთთან სწორ პოზიციონირებას და მყარ ფიქსაციას, რაც იძლევა კარკასის ზუსტ გეომეტრიულ ფორმებს.

• მეტალის საჭრელი სრულად ავტომატიზებული ხაზი ციფრული მართვით KALTENBACH (გერმანია) და MEBA (გერმანია). წარმოების პროცესში ქარხნის სპეციალისტები  იყენებენ თანამედროვე და მაღალხარისხიან დანადგარებს მეტალის დამუშავებისთვის. მაგალითილათვის გამოყენებული KALTENBACH–ის ხაზი თავისი სიმძლავრით, ხარისხით და ჭრის სიზუსტით.

• სამჭედლო და პრესის განყოფილება სხვადასხვა პრესებითა და შტამპებით (გერმანია).  გერმანული წამოების საშტამპო დანადგარებისა და ინსტრუმენტების გამოყენება წარმოებაში გვაძლევს საშუალებას სწრაფად და ხარსხიანად ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის დეტალები.

• საბურღ–საღარავი დანადგარი ციფრული მართვით PPS Dietle (გერმანია) და საჭრელი აღჭურვილობა. კომპანია PPS Dietle სპციალიზირებულია საყალიბე სისტემების საწარმოო აღჭურვილობების შემუშავება – წარმოებაზე. სპეციალური დანადგარი ოპტიმიზირებულია ყალიბების ფარების ყველა მოთხოვნილებებისა და სტანდარტების დასაცავად.

• მოწინავე ფხვნილოვანი ღებვის ხაზი ზედაპირის წინასწარი სპეციალური ქიმიური დაცვით SILVI (იტალია). ზედაპირის დამუშავების პროცესი (ზეთის  მოცილება, ფოსფორირება) და ფარების შემდგომი ფხვნილოვანი ღებვა უზრუნველყოფს ყალიბების 100% კოროზიამედეგობას და მიმზიდველ სასაქონლო სახეს.

• კრამოსოს ქარხანაში დასაქმებულია მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები: შემდუღებლები, ზეინკლები, ხარატები, მღარავები, ციფრული დანადგარების ოპერატორები. ქარხანაში სათანადო ყურადღება ეთმობა სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას ტრენინგებით და სხვადასხვა პროგრამებით, რაც გვაძლევს წარმოების განვითარების და პროდუქციის ხარსხის ამაღლების საშუალებას.

• საწარმოს თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა საშუალებას იძლევა დამზადდეს ნებისმიერი სირთულის ასაწყობი, შესადუღებელი მეტალის კონსტრუქცია. ‘‘КРАМОС’’-ის მიერ წარმოებული კონსტრუქციების საკვანძო დეტალების გამოგონება დაპატენტებული და სერთიფიცირებულია.