კომპანიებმა – “მონოლით პროექტი” და “კრამოსი” – მონაწილეობა მიიღეს მშენებლობისა და ინტერიერის მე–19 საერთაშორისო გამოფენაში თბილისში “Caucasus Build 2014”, სადაც მოეწყო ჩვენს მიერ დანერგილი სხვადასხვა დანიშნულების ფოლადისა და ალუმინის სამშენებლო საყალიბე სისტემების და მათი აქსესუარების ექსპოზიცია.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი გვქონდა ფართო ასორტიმენტის  საყალიბე ელემენტები: კედლის ყალიბები (აპალოვკა), კუთხის ფიქსირებული და სახსრული ყალიბები, კონტრფორსული ყალიბები ცალმხრივი დაყალიბებისთვის, კოლონების უნივერსალური ყალიბები (უნივერსალური შიტები), წრიული კოლონების ყალიბები, ლიფტის შახტების კუთხის განმყალიბებელი ყალიბები, სხვასხვა დატვირთვის მოცულობითი დგარები (ხარაჩო), ხიდების და ესტაკადების მონოლითური კონსტრუქციების ჩამოსასხმელი ყალიბები, სართულშუა გადახურვის – ტელესკოპიური დგარი (დომკრატი, სტოიკა), კოჭი (ბალკა), ლამინირებული ფანერა (ლამინატი), სამფეხა, ბორჯღალი (ვილკა), სოლისებური და დაგრძელებული ფოლადის ჩამკეტები (ზამოკი), მჭიმები (შტირი, სტერჟინი, მომჭიმი), თავტაბიკები (შკვორენი), ბრჯენები,  და სხვა.

Expo Georgia

Mosbuild

ჩვენს სტენდზე წარმოდგენილმა პროდუქციამ მშენებლების  საკმაოდ მაღალი ინტერესი დაიმსახურა. გამოფენის მსვლელობის პროცესში გაიმართა არაერთი მოლაპარაკება, რის შედეგადაც დაიდო რამოდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება.

დღეისათვის, ჩვენმა  საყალიბე სისტემებმა მოკრძალებული ადგილი დაიმკვიდრა საქართველოს სამშენებლო სექტორში და წელიწადზე ნაკლებ დროში მოწოდებულ იქნა 600 ტონამდე ყალიბები, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა ობიექტებზე, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან ობიექტებზე, როგორებიცაა “აქსის თაუერი” ჭავჭავაძეზე, “თბილისი გარდენი” ასათიანზე, საცხოვრებელი კომპლექსი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუდვილის სავაჭრო ცენტრი გლდანში და სხვა.

ჩვენთვის გამოფენებში მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ხელს უწყობს როგორც ჩვენი კომპანიის და პროდუქციის ცნობადობას საქართველოში, ასევე მომხარებლების გაცნობას უკუკავშირის თვალსაზრისით. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გავიგოთ მშენებლების კონკრეტული მოთხოვნილებები და შენიშვნები, რაც წარმოადგენს ფასდაუდებელ ინფორმაციას. ყოველივე აღნიშნული საშუალებას გვაძლევს ავამაღლოთ პროდუქციის ხარისხი მომხმარებლების მოთხოვნილებების მაქსიმალური გათვალისწინებით.