article

საყალიბე სისტემების უშუალოდ გასაცნობად მონოლით პროექტი გეპატიჟებათ მუდმივმოქმედ ექსპოზიციაზე (შოუ-რუმი), რომელიც მდებარეობს ა. წერეთლის გამზ. N110 და დ.ბაქრაძის N3/5 სამშენებლო მასალების ცენტრი თა-ბე (კოკა-კოლას ქარხნის მოპირდაპირედ).

View the embedded image gallery online at:
http://monpro.ge/article#sigFreeIddd62ff803f

"კრამოს"–ის ქარხანაში დასაქმებულია 250 თანამშრომელი და ყალიბების წარმოების წარმადობა შეადგენს 10 000მ2/თვეში. ქარხანა აღჭურვილია უახლესი იაპონური და გერმანული მაღალი სიზუსტის რობოტიზირებული ცენტრით და მანქანა–დანადგარებით, იტალიური ფხვნილოვანი ღებვის 200მ–იანი უწყვეტი ხაზით. 

წარმოებული საყალიბე სისტემების დაახლოებით 20% გადის ექსპორტზე დსთ–სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ხოლო რუსეთის ბაზარზე მისი წილი 14%–ს აღემატება.

"კრამოსი"–ს ქარხნის ტენიკური აღჭურვილობა საშუალებას იძლევა დამზადდეს ნებისმიერი სირთულის მეტალოკონსტრუქციები.

საწყობში მუდმივად არის  პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, რაც დროული და ხარისხიანი მიწოდების საშუალებას იძლევა.

View the embedded image gallery online at:
http://monpro.ge/article#sigFreeIdf40fe6d783

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა და საწარმოო პროცესის მუდმივი განახლება მოგვცემს საშუალებას, მივაღწიოთ ჩვენი პროდუქციის ხარისხისა და ეფექტურობის მუდმივ ზრდას, რათა სრულად დავაკმაყოფილოთ მომხმარებლების თანამედროვე მოთხოვნილებები.

• მაღალმწარმოებლური რობოტიზირებული შემდუღებელი კომპლექსი ყალიბების კარკასის შესადუღებლად კონდუქტორებით PPS(გერმანია) და რობოტებით FANUC(იაპონია). შედუღების პროცესის ავტომატიზაციით ჩვენ მივაღწიეთ უპირველეს ყოვლისა შედუღებული კვანძების ხარისხის ამაღლებას და  მინიმუმამდე დავიყვანეთ შედუღბის ნაკერში დეფექტები.

• ძლიერი და ზუსტი ჰიდრავლიკური კონდუქტორი (გერმანია). შემდუღებელი კონდუქტორი უზრუნველყოფს შესადუღებელი ელემენტების ერთმანეთთან სწორ პოზიციონირებას და მყარ ფიქსაციას, რაც იძლევა კარკასის ზუსტ გეომეტრიულ ფორმებს.

• მეტალის საჭრელი სრულად ავტომატიზებული ხაზი ციფრული მართვით KALTENBACH (გერმანია) და MEBA (გერმანია). წარმოების პროცესში ქარხნის სპეციალისტები  იყენებენ თანამედროვე და მაღალხარისხიან დანადგარებს მეტალის დამუშავებისთვის. მაგალითილათვის გამოყენებული KALTENBACH–ის ხაზი თავისი სიმძლავრით, ხარისხით და ჭრის სიზუსტით.

• სამჭედლო და პრესის განყოფილება სხვადასხვა პრესებითა და შტამპებით (გერმანია).  გერმანული წამოების საშტამპო დანადგარებისა და ინსტრუმენტების გამოყენება წარმოებაში გვაძლევს საშუალებას სწრაფად და ხარსხიანად ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის დეტალები. 

• საბურღ–საღარავი დანადგარი ციფრული მართვით PPS Dietle (გერმანია) და საჭრელი აღჭურვილობა. კომპანია PPS Dietle სპციალიზირებულია საყალიბე სისტემების საწარმოო აღჭურვილობების შემუშავება – წარმოებაზე. სპეციალური დანადგარი ოპტიმიზირებულია ყალიბების ფარების ყველა მოთხოვნილებებისა და სტანდარტების დასაცავად.

• მოწინავე ფხვნილოვანი ღებვის ხაზი ზედაპირის წინასწარი სპეციალური ქიმიური დაცვით SILVI (იტალია). ზედაპირის დამუშავების პროცესი (ზეთის  მოცილება, ფოსფორირება) და ფარების შემდგომი ფხვნილოვანი ღებვა უზრუნველყოფს ყალიბების 100% კოროზიამედეგობას და მიმზიდველ სასაქონლო სახეს.

• კრამოსოს ქარხანაში დასაქმებულია მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები: შემდუღებლები, ზეინკლები, ხარატები, მღარავები, ციფრული დანადგარების ოპერატორები. ქარხანაში სათანადო ყურადღება ეთმობა სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას ტრენინგებით და სხვადასხვა პროგრამებით, რაც გვაძლევს წარმოების განვითარების და პროდუქციის ხარსხის ამაღლების საშუალებას.

• საწარმოს თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა საშუალებას იძლევა დამზადდეს ნებისმიერი სირთულის ასაწყობი, შესადუღებელი მეტალის კონსტრუქცია. ‘‘КРАМОС’’-ის მიერ წარმოებული კონსტრუქციების საკვანძო დეტალების გამოგონება დაპატენტებული და სერთიფიცირებულია.

"მონოლით პროექტთან" თანამშრომლობა – თქვენ გაძლევთ შესაძლებლობას შეაფასოთ უპირატესობები, რომლებიც განპირობებულია კომპლექსური მომსახურეობის გაწევით. სხვადასხვა დანიშნულების მონოლითურ მშენებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სირთულის ინჟინრული ამოცანის გადაწყვეტა  დამყარებულია თანამედროვე, საიმედო და ხარისხიანი საყალიბე სისტემების გამოყენებაზე. აგრეთვე, ჩვენ გთავაზობთ მომსახურეობის ფართო სპექტრს, რომელიც უზრუნველყოფს საყალიბე მოწყობილობების ოპტიმალურ გამოყენებას:

• პროექტის შემუშავება – ოპტიმალური და ეკონომიური ყალიბების შერჩევა დამკვეთის მიზნებიდან გამომდინარე;

• ნებისმიერი დანიშნულების არასტანდარტული ყალიბების დაპროექტება და წარმოება; 

• ყალიბების განლაგების ოპტიმალური სქემების დაპროექტება; 

• შეფ-მონტაჟი და არასტანდარტული ობიექტების ინჟინრული მხარდაჭერა, დახმარების გაწევა სხვადასხვა დანიშნულების ყალიბების შერჩევაში;

• სათადარიგო ელემენტების (აქსესუარების) მიწოდება;

ჩვენს კომპანიაში შეძენილი სამშენებლო ყალიბები ზომიერი ფასის და მაღალი ხარისხის საუკეთესო შეხამებაა.

 

კომპანია "კრამოს"-ში  ყველა  საწარმოო  პროცესი  ორგანიზებულია   ISO 9001:2008 სტანდარტის შესაბამისად. წარმოების სტრუქტურაში ფუნქციონირებს ტექნიკური და ტექნიკური კონტროლის განყოფილება. ტექნიკური განყოფილება შედგება კონსტრუქტორებისა და ტექნოლოგებისგან, რომლებიც ამუშავებენ და უზრუნველყოფენ მთელ ტექნოლოგიურ პროცესებს, აპროექტებენ სათანადო ინვენტარს და ინდივიდუალურ აღჭურვილობას. წარმოებული პროდუქციის ხარისხი კონტროლდება ტექნიკური კონტროლის განყოფილების მიერ. ხარისხის კონტროლის ეფექტური სისტემა მუდმივად უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის სტანდარტებთან  შესაბამისობას. წარმოების ხარისხის კონტროლის პრინციპში ჩადებულია შემდეგი ეტაპები:

View the embedded image gallery online at:
http://monpro.ge/article#sigFreeId01289f0245

• ჩვენს მიერ შემოთავაზებული საყალიბე სისტემების წარმოება ხდება ISO 9001:2008 სტანდარტის შესაბამისად, რაც უმაღლესი ხარისხის და საიმედოობის გარანტიაა

• პროდუქციაში შემავალი ყველა ნედლეული ექვემდებარება შემავალ ტექნიკურ კონტროლს და გააჩნიათ მწარმოებლის ხარისხის სერთიფიკატები. ქარხანა აწარმოებს ყველა ნედლეულის წინასწარ ტექნიკურ კონტროლს და მუდმივად თანამშრომლობს მომწოდებლებთან ნედლეულისა და მაკომპლექტებლების ხარისხის ასამაღლებლად.

• ხარისხის კონტროლი წარმოების ყოველ ეტაპზე. ხარისხის კონტროლის სისტემა მოიცავს არამარტო ოსტატ–კონტროლიორის მიერ ტექნიკურ კონტროლს, არამედ ამ პროცესებში ჩართულია ყველა სპეციალიტი, რომლებიც მონაწილეობენ წარმოების სხვა ოპერაციებში.

• სერიული წარმოების პროდუქციის შერჩევითი კონტროლი. ქარხნის ინჟინრები მუდმივად სრულყოფენ სერიული პროდუქციის გამოცდის მეთოდებს.

• არასერიული წარმოების პროდუქციის ინდივიდუალური კონტროლი.

• სერიული წარმოების გაშვების წინ ტარდება ლაბორატორიული და საწარმოო გამოცდები სამშენებლო მოედანზე;

• საკონტროლო აწყობა. ქარხანაში წარმოებს საყალიბე სისტემების საკონტროლო აწყობა.

 

კომპანია "მონოლით პროექტი" ჩამოყალიბდა 2014 წელს და ახორციელებს სამშენებლო საყალიბე სისტემებითა და მაკომპლექტებელი ელემენტებით სამშენებლო ინდუსტრიის უზრუნველყოფას საქართველოში. 

შპს "მონოლით პროექტი" არის საყალიბო სისტემების ცნობილი მწარმოებლის "კრამოს ალ"–ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

ჩვენ სამშენებლო კომპანიებს ვთავაზობთ პროდუქციას, მომსახურეობას და სისტემურ გადაწყვეტილებებს საყალიბე და საყრდენი სისტემების სფეროში ტექნიკური მხარდჭერით სამშენებლო მოედნებზე. შემოთავაზებული პროდუქცია სერთიფიცირებულია და უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და მოხერხებული მონტაჟის მაღალ დონეს. 

"მონოლით პროექტთან" თანამშრომლობისას  მომხმარებელს მშენებლობის ყველა ეტაპზე, პროექტის დამუშავებიდან სამშენებლო სამუშაოების  დასრულებამდე, გარანტირებული ექნება ეფექტური კომპლექსური გადაწყვეტილებები და პროფესიული საინჟინრო მხარდაჭერა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა და საწარმოო პროცესის მუდმივი განახლება მოგვცემს საშუალებას, მივაღწიოთ ჩვენი პროდუქციის ხარისხისა და ეფექტურობის მუდმივ ზრდას.

"მონოლით პროექტი" ოპერატიულად და ეფექტურად რეაგირებს სამშენებლო სფეროს საერთო ტენდეციების ცვლილებებზე და ვთავაზობთ თანამედროვე კონსტრუქციულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს დამკვეთის მოთხოვნილებების გათვალისწინებით.

კომპანიებმა – "მონოლით პროექტი" და "კრამოსი" – მონაწილეობა მიიღეს მშენებლობისა და ინტერიერის მე–19 საერთაშორისო გამოფენაში თბილისში "Caucasus Build 2014", სადაც მოეწყო ჩვენს მიერ დანერგილი სხვადასხვა დანიშნულების ფოლადისა და ალუმინის სამშენებლო საყალიბე სისტემების და მათი აქსესუარების ექსპოზიცია.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი გვქონდა ფართო ასორტიმენტის  საყალიბე ელემენტები: კედლის ყალიბები (აპალოვკა), კუთხის ფიქსირებული და სახსრული ყალიბები, კონტრფორსული ყალიბები ცალმხრივი დაყალიბებისთვის, კოლონების უნივერსალური ყალიბები (უნივერსალური შიტები), წრიული კოლონების ყალიბები, ლიფტის შახტების კუთხის განმყალიბებელი ყალიბები, სხვასხვა დატვირთვის მოცულობითი დგარები (ხარაჩო), ხიდების და ესტაკადების მონოლითური კონსტრუქციების ჩამოსასხმელი ყალიბები, სართულშუა გადახურვის - ტელესკოპიური დგარი (დომკრატი, სტოიკა), კოჭი (ბალკა), ლამინირებული ფანერა (ლამინატი), სამფეხა, ბორჯღალი (ვილკა), სოლისებური და დაგრძელებული ფოლადის ჩამკეტები (ზამოკი), მჭიმები (შტირი, სტერჟინი, მომჭიმი), თავტაბიკები (შკვორენი), ბრჯენები,  და სხვა.

Expo Georgia

Mosbuild

ჩვენს სტენდზე წარმოდგენილმა პროდუქციამ მშენებლების  საკმაოდ მაღალი ინტერესი დაიმსახურა. გამოფენის მსვლელობის პროცესში გაიმართა არაერთი მოლაპარაკება, რის შედეგადაც დაიდო რამოდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება.

დღეისათვის, ჩვენმა  საყალიბე სისტემებმა მოკრძალებული ადგილი დაიმკვიდრა საქართველოს სამშენებლო სექტორში და წელიწადზე ნაკლებ დროში მოწოდებულ იქნა 600 ტონამდე ყალიბები, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა ობიექტებზე, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან ობიექტებზე, როგორებიცაა "აქსის თაუერი" ჭავჭავაძეზე, "თბილისი გარდენი" ასათიანზე, საცხოვრებელი კომპლექსი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუდვილის სავაჭრო ცენტრი გლდანში და სხვა.

ჩვენთვის გამოფენებში მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ხელს უწყობს როგორც ჩვენი კომპანიის და პროდუქციის ცნობადობას საქართველოში, ასევე მომხარებლების გაცნობას უკუკავშირის თვალსაზრისით. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გავიგოთ მშენებლების კონკრეტული მოთხოვნილებები და შენიშვნები, რაც წარმოადგენს ფასდაუდებელ ინფორმაციას. ყოველივე აღნიშნული საშუალებას გვაძლევს ავამაღლოთ პროდუქციის ხარისხი მომხმარებლების მოთხოვნილებების მაქსიმალური გათვალისწინებით.