სიახლეები

გამოფენაზე კომპანია "მონოლით პროექტი" საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილებით წარსდგა.

ამჟამად ჩვენი სამშენებლო ყალიბები საკმაოდ წარმატებით მუშაობენ საქართველოს 10–ზე მეტ მსხვილ ობიექტზე.მათ შორის აღსანიშნავია საცხოვრებელი კომპლექსი ასათიანზე Tbilisi Garden, ჭავჭავაძეზე Axis Towers Tbilisi, მრავალფუნქციური კომპლექსი ორი 40 სართულიანი ცათამბრჯენით. დღეისათვის, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა უშუალოდ სამშენებლო ობიექტებზე იხილოს და შეაფასოს სხვადასხვა დანიშნულების ჩვენი სამშენებლო ყალიბები: კედლების, სართულშუა გადახურვის, კუთხეების, კოლონების, ლიფტის შახტების, რადიუსიანი და ა.შ.

ჩვენ სტენდზე წარმოდგენილი საყალიბე სისტემებით დაინტერესდნენ, როგორც კერძო სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები ასევე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები კერძოდ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და სახელმწიფო სამშენებლო კომპანია.

გამოფენაზე კონტაქტები დავამყარეთ უცხოელ ინვესტორებთან და დავსახეთ მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივა.