სიახლეები

"მონოლით პროექტი" 17–დან 19 დეკემბრის ჩათვლით გიწვევთ ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“  მე–5 საერთაშორისო სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების  გამოფენა  "BATUMBUILD 2015" , სადაც წარმოგიდგენთ სხვადასხვა დანიშნულების ფოლადისა და ალუმინის სამშენებლო საყალიბე სისტემების ნიმუშებს და მათი აქსესუარების ექსპოზიციას:

კედლის ყალიბები (აპალოვკა), კოლონების უნივერსალური ყალიბები (უნივერსალი შიტები), ლიფტის შახტების კუთხის განმყალიბებელი ყალიბები, სხვადასხვა დატვირთვის მოცულობითი დგარები (ხარაჩო), სართულშუა გადახურვისათვის – ტელესკოპიური დგარი (სტოიკა, დომკრატი), კოჭი (ბალკა), ლამინირებული ფანერა (ლამინატი), სამფეხა, ბორჯღალი (ვილკა), სოლისებური და დაგრძელებული ფოლადის ჩამკეტები (ზამოკი), მჭიმები (შტირი, სტერჟინი, მომჭიმი, ტიაროდი), თავტაბიკები (შკვორენი), ბრჯენები,  და სხვა.

გამოფენაზე კომპანია "მონოლით პროექტი" საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილებით წარსდგა.

ამჟამად ჩვენი სამშენებლო ყალიბები საკმაოდ წარმატებით მუშაობენ საქართველოს 10–ზე მეტ მსხვილ ობიექტზე.მათ შორის აღსანიშნავია საცხოვრებელი კომპლექსი ასათიანზე Tbilisi Garden, ჭავჭავაძეზე Axis Towers Tbilisi, მრავალფუნქციური კომპლექსი ორი 40 სართულიანი ცათამბრჯენით. დღეისათვის, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა უშუალოდ სამშენებლო ობიექტებზე იხილოს და შეაფასოს სხვადასხვა დანიშნულების ჩვენი სამშენებლო ყალიბები: კედლების, სართულშუა გადახურვის, კუთხეების, კოლონების, ლიფტის შახტების, რადიუსიანი და ა.შ.

ჩვენ სტენდზე წარმოდგენილი საყალიბე სისტემებით დაინტერესდნენ, როგორც კერძო სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები ასევე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები კერძოდ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და სახელმწიფო სამშენებლო კომპანია.

გამოფენაზე კონტაქტები დავამყარეთ უცხოელ ინვესტორებთან და დავსახეთ მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივა.

"მონოლით პროექტი" 20–დან 23 მაისის ჩათვლით გიწვევთ თბილისში მშენებლობისა და ინტერიერის მე–20 საერთაშორისო გამოფენაში "Caucasus Build 2015", სადაც წარმოგიდგენთ სხვადასხვა დანიშნულების ფოლადისა და ალუმინის სამშენებლო საყალიბე სისტემების და მათი აქსესუარების ექსპოზიციას:

კედლის ყალიბები (აპალოვკა), კუთხის ფიქსირებული და სახსრული ყალიბები, კონტრფორსული ყალიბები ცალმხრივი დაყალიბებისათვის, კოლონების უნივერსალური ყალიბები (უნივერსალი შიტები), წრიული კოლონების ყალიბები, ლიფტის შახტების კუთხის განმყალიბებელი ყალიბები, სხვადასხვა დატვირთვის მოცულობითი დგარები (ხარაჩო), ხიდების და ესტაკადების მონოლითური კონსტრუქციების ჩამოსასხმელი ყალიბები, სართულშუა გადახურვისათვის – ტელესკოპიური დგარი (სტოიკა, დომკრატი), კოჭი (ბალკა), ლამინირებული ფანერა (ლამინატი), სამფეხა, ბორჯღალი (ვილკა), სოლისებური და დაგრძელებული ფოლადის ჩამკეტები (ზამოკი), მჭიმები (შტირი, სტერჟინი, მომჭიმი, ტიაროდი), თავტაბიკები (შკვორენი), ბრჯენები,  და სხვა.

 

გამოფენაში მონაწილეობამ საშუალება მოგვცა გავცნობოდით ვითარებას საქართველოს სამშენებლო სექტორში და გავსაუბრებოდით მის წარმომადგენლებს უახლოეს და სამომავლო პროექტებზე.

ჩვენ სტენდს ეწვივნენ საცხრვებელი და სავაჭრო–გასართობი კომპლექსების, ხიდების და გვირაბების, ჰიდროტექნიკური და საგზაო სამშენებლო კომპანიები: 

"ანაგი", "აქსისი", "ორბი ჯგუფი", "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი", "ბლექ სი გრუპი", "კავკასენერგო", "მამისონი" და სხვები.

    

ჩვენს მიერ წარმოდგენილმა საყალიბე სისტემებმა  გამოიწვია დიდი ინტერესი მშენებლების მხრიდან და სამშენებლო კომპანია "ანაგთან" გაფორმდა პირველი ხელშეკრულება.

კომპანიები "მონოლით პროექტი" და "კრამოს-ალ" 21–დან 24 მაისის ჩათვლით გიწვევთ თბილისში მშენებლობისა და ინტერიერის მე–19 საერთაშორისო გამოფენაში "Caucasus Build 2014", სადაც წარმოგიდგენთ სხვადასხვა დანიშნულების ფოლადისა და ალუმინის სამშენებლო საყალიბე სისტემების და მათი აქსესუარების ექსპოზიციას: 

კედლის ყალიბები (აპალოვკა), კუთხის ფიქსირებული და სახსრული ყალიბები, კონტრფორსული ყალიბები ცალმხრივი დაყალიბებისათვის, კოლონების უნივერსალური ყალიბები (უნივერსალი შიტები), წრიული კოლონების ყალიბები, ლიფტის შახტების კუთხის განმყალიბებელი ყალიბები, სხვადასხვა დატვირთვის მოცულობითი დგარები (სტოიკა), ხიდების და ესტაკადების მონოლითური კონსტრუქციების ჩამოსასხმელი ყალიბები, სართულშუა გადახურვისათვის – ტელესკოპიური დგარი (სტოიკა, დომკრატი), კოჭი (ბალკა), ლამინირებული ფანერა (ლამინატი), სამფეხა, ბორჯღალი (ვილკა), სოლისებური და დაგრძელებული ფოლადის ჩამკეტები (ზამოკი), მჭიმები (შტირი, სტერჟინი, მომჭიმი, ტიაროდი), თავტაბიკები (შკვორენი), ბრჯენები,  და სხვა.