მთავარი

შეფმონტაჟი & ტრენინგები

მაღალი სირთულის პროექტების რეალიზაციისათვის (ხიდის მალების და გზაგამტარების, გვირაბების, რეზერვუარების, საყრდენი კედლების და სხვა არასტანდარტული საინჟინრო ნაგებობების), როგორც წესი წარმოიშვება  შეფმონტაჟის აუცილებლობა. ეს კავშირშია პროექტში არასტანდარტული გადაწყვეტილებების არსებობასთან, რომელთა ზუსტად განხორციელება პირდაპირ გავლენას ახდენს სამშენებლო სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოებაზე, ასევე მათ სწრაფ და ეფექტურ განხორციელებაზე. შეფმონტაჟი აქტუალურია იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც პირველად გამოიყენებენ ჩვენს საყალიბე სისტემებს.

შეფმონტაჟის  ხარისხიანად შესრულება კარდინალურად ამცირებს შეცდომების რისკს საყალიბე სისტემების მონტაჟისა და შემდგომი ექლპლუატაციისას (დამატებით ხარჯებს გამოწვეული  შეცდომებს  აღმოსაფხვრელად), ასევე არეგულირებს ბევრ საორგანიზაციო და ტექნიკური ხასიათის სირთულეებს, რომელიც აუცილებლად წარმოიშვება პერსონალისათვის ახალი და უცნობი მოწყობილობების მონტაჟისას.

შეფმონტაჟის პროცესი გულისხმობს საერთო ტექნიკურ და ტექნოლოგიურ კონტროლს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოებისას. მუშაობის პროცესში "მონოლით პროექტი"-ს სპეციალისტები უზიარებენ გამოცდილებას დამკვეთის პერსონალს, ატარებენ თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს.

"მონოლით პროექტი"-ს სპეციალიტები თქვენს განკარგულებაში არიან სამშენებლო ობიექტზე ჩვენი სისტემების ექსპლუატაციის მთელს პერიოდში.