მთავარი

მაკომპლექტებელი ელემენტები და სახარჯი მასალები

კომპანია "მონოლით პროექტი" მომხმარებელს აწვდის ხარსხიან პროდუქციას, რომელიც წარმოებულია ხარისხიანი ნედლეულისგან ტექნოლოგიის სრული დაცვით და უსაფრთხოების მაღალი ნორმებით. წარმოებისას გამოიყენება ისეთი მასალები და სისტემური კომპონენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ საყალიბე სისტემების (აპალოვკა) სიმტკიცეს, საიმედოობას და ხანმედეგობას.

• ჩამკეტი და მომჭერი მოწყობილობები არის ქარხნის კონსტრუქტორების ორიგინალური ნამუშევარი და იწარმოება ევროპაში.

• ყველა მასალა, რომელიც შედის ჩვენს პროდუქციაში ექვემდებარება შემავალ ტექნიკურ კონტროლს და გააჩნიათ ხარისხის სერთიფიკატები მწარმოებლისგან. 

• მაღალი ხარისხის ლამინირებული ფანერა (ლამინატი) საუკეთესო მწარმოებლებისგან - "ჩუდოვო", "სვეზა", "დემიდოვო". ლამინირებული ფანერა მდგრადია ტემპერატურული ცვლილებების და ქიმიკატების ზემოქმედების მიმართ. ლამინატის ფენები წარმოადგენს ბარიერს წყლისა და მასში გახსნილი ნივთიერებებისათვის, ხოლო შპონის ფენები უზრუნველყოფს ფანერის სიმტკიცეს და სიხისტეს. ფანერის ზედაპირს აქვს მაღალი სიმტკიცე და ცვეთამედეგობა, არ სკდება და ადვილად იწმინდება.

• ხის ორტესებრი სამშენებლო კოჭები (ბალკები) გამოირჩევა დიდი ზიდვის უნარით. კოჭები მდგრადია მღუნავი დატვირთვების მიმართ, ხოლო მათი ბოლოების დაცვის სისტემა უზრუნველყოფს  მონოლითური მშენებლობის საყალიბე სისტემებში მათი გამოყენებას მაღალ საიმედოობას. ვთავაზობთ, როგორც რუსული წარმოების, ასევე გერმანული წარმოების კოჭებს.