კომპანია “მონოლით პროექტი” ჩამოყალიბდა 2014 წელს და ახორციელებს სამშენებლო საყალიბე სისტემებითა და მაკომპლექტებელი ელემენტებით სამშენებლო ინდუსტრიის უზრუნველყოფას საქართველოში.

შპს “მონოლით პროექტი” არის საყალიბო სისტემების ცნობილი მწარმოებლის “კრამოს ალ”–ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

ჩვენ სამშენებლო კომპანიებს ვთავაზობთ პროდუქციას, მომსახურეობას და სისტემურ გადაწყვეტილებებს საყალიბე და საყრდენი სისტემების სფეროში ტექნიკური მხარდჭერით სამშენებლო მოედნებზე. შემოთავაზებული პროდუქცია სერთიფიცირებულია და უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და მოხერხებული მონტაჟის მაღალ დონეს.

“მონოლით პროექტთან” თანამშრომლობისას  მომხმარებელს მშენებლობის ყველა ეტაპზე, პროექტის დამუშავებიდან სამშენებლო სამუშაოების  დასრულებამდე, გარანტირებული ექნება ეფექტური კომპლექსური გადაწყვეტილებები და პროფესიული საინჟინრო მხარდაჭერა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა და საწარმოო პროცესის მუდმივი განახლება მოგვცემს საშუალებას, მივაღწიოთ ჩვენი პროდუქციის ხარისხისა და ეფექტურობის მუდმივ ზრდას.

“მონოლით პროექტი” ოპერატიულად და ეფექტურად რეაგირებს სამშენებლო სფეროს საერთო ტენდეციების ცვლილებებზე და ვთავაზობთ თანამედროვე კონსტრუქციულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს დამკვეთის მოთხოვნილებების გათვალისწინებით.